top of page

წესები და პირობები - 30.04.2024

1.   ჩვენს შესახებ

შპს ეკომოლაშქრე (შემდგომში  კომპანია, Opinox.ge)
საიდენტიფიკაციო კოდი: 400267359
მისამართი: ქ, თბილისი, სოლომონ ჩოლოყაშვილის ქუჩა N4
კომპანიის საერთო ელ-ფოსტა: opinox.georgia@gmail.com
ტელეფონის ნომერი:+ (995) 558 60 92 12

  • შპს „ეკომოლაშქრე“ ფლობს და მართავს შემდეგ პლატფორმებს: opinox.ge, ecohikersgeorgia.ge

  • ჩვენი პლატფორმები მომხმარებლებს და გამყიდველს (მოვაჭრეს) აძლევს შესაძლებლობას შეიძინონ ოპინელის ბრენდის ორიგინალი პროდუქტი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლის წესები განისაზღვრება წინამდებარე წესებით და პირობებით.

  • ჩვენი პლატფორმები არის გამყიდველი (მოვაჭრე) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში ,,პლატფორმა” შეიძლება წარმოადგენდეს „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელს", რის შესახებაც მითითებული იქნება კონკრეტული გასაყიდი პროდუქტის აღწერილობაში.

2.   საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანია საკონტაქტო ნომერზე ან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.

ელ-ფოსტა: opinox.georgia@gmail.com

ტელეფონის ნომერი: + (995) 558 60 92 12
სამუშაო საათები: ორშ-პარ. 10:00 - 19:00, შაბ. 10:00-14:00


 

3. მომხმარებლის და კომპანიისა დურთიერთობა

3.1.   წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ:
თქვენ ხართ ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი.
 

4.პლატფორმებზე რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა, მართვა და დახურვა

4.1. რეგისტრაცია და ანგარიშის (პროფილის) მართვა

  1. პლატფორმების მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელი არ გახლავთ ანგარიშის (პროფილი) შექმნა.

  2. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც სტუმრის ("Guest") რეჟიმში, აგრეთვე რეგისტირებული მომხმარებლის საშუალებით. ანგარიშის გასახსნელად უნდა მიჰყვეთ პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ, გაიაროთ ვერიფიკაცია.

  3. ანგარიშის (პროფილის) შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

5. ტრანსპორტირება

  1. კომპანია უზრუნველყოფს რეალიზებული პრდუქტის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას სპეციალურად შერჩეული კურიერის მეშვეობით, როცა პლატფორმაზე, პროდუქტის შესაბამის გვერდზე მითითებულია საკურიერო სერვისი და მიტანის პირობები. საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება ინდივიდუალურად, მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე, რომელსაც ანაზღაურებს მომხმარებელი.

  2. პლატფორმებზე შესაძლოა შეგხვდეთ ისეთი პროდუქტები, რომლის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ პარტნიორ მაღაზიებში და მისი ტრანსპორტირებას ახდენს პარტნიორი მაღაზიები.

  3. საკურიერო საფასურის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის გაფორმებამდე.

6. შეკვეთის მიღება

  1. ჩვენ ვსარგებლობთ საკურიერო მომსახურებით, იმისთვის რათა დროულად მოგაწოდოთ შეკვეთა. ქვემოთ მითითებული წესები მოქმედებს მხოლოდ ჩვენს სატრანსპორტო მომსახურებაზე.

  2. ტრანსპორტირების დროს ნივთის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ.

  3. შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა თავად წაიღოთ შეკვეთა, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში შეკვეთის გაფორმებამდე მითითებული იქნება მოვაჭრისგან წაღების ან მოვაჭრესთან შეხვედრით შეკვეთის მიღების შესაძლებლობა.

  4. თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხორციელდება 1-დან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგიონებში კი - 2-დან 8 სამუშაო დღის ვადაში, შეკვეთის მიღების სავარაუდო თარიღი შეგიძლიათ იხილოთ შეკვეთის გვერდზე, შეკვეთის განთავსებამდე.

  5. იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება დაგვჭირდეს იმაზე მეტი დრო (მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა) შეკვეთის ჩასაბარებლად, ვიდრე ეს განსაზღვრულია წინამდებარე წესებით და პირობებით ან შეკვეთის გაფორმების დროს პლატფორმაზე არსებული ინფორმაციით. აღნიშნულის თაობაზე შეგატყობინებთ ჩვენი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები.

  6. შეკვეთის ჩაბარების ზუსტ თარიღს გაცნობებთ შეკვეთის ჩაბარებამდე მინიმუმ 1 დღით ადრე.

  7. შეკვეთის ჩაბარების დღეს, მას შემდეგ რაც კურიერი წინასწარ დაგიკავშირდებათ მინიმუმ 1 საათით ადრე, შეგითანხმდებათ ნივთის მიწოდების დროისა და ადგილის შესახებ, მოვა თქვენს მისამართზე და შეგხვდებათ ნივთის გადმოსაცემად. გთხოვთ, შეამოწმოთ ნივთი მისი ჩაბარების დროს და არ ჩაიბაროთ შეკვეთა თუ აღენიშნება რაიმე სახის ნაკლი.

  8. იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას აქვს ვიზუალური ნაკლი, არ ჩაიბაროთ იგი და დაუყონებლივ დაგვიკავშირდით ჩვენს საკომუნიკაციო არხებზე.

 

7.   თანხის დაბრუნება

  1. თანხის დაბრუნება შესაძლებელია საკურიერო მომსახურების დაწყებამდე, შეკვეთის გაფორმებიდან მაქსიმუმ 2 სამუშაო დღის მანძილზე.

  2. თანხა ექვემდებარება დაბრუნებას იმავე გადახდის მეთოდის საშუალებით რითიც მოხდა ნივთის შეძენა.

  3. გამონაკლის შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება იმავე გადახდის მეთოდზე თანხის დაბრუნება, კომპანიას აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი დასტურის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნოს თანხა სხვა გადახდის მეთოდებით.

​8.   კონფიდენციალობის პოლიტიკა

  • გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას  https://www.opinox.ge/privacy-policy პლატფორმის სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი პლატფორმების სარგებლობის ყველა პირობას.

  • კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება თქვენი პერსონალური მონაცემების კომპანიის მიერ დამუშავების წესს.

  • კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.

bottom of page