კონფიდენციალობის პოლიტიკა - 30.04.2024
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს „ეკომოლაშქრე“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
წინამდებარე პოლიტიკის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია:
-
თქვენი პერსონალური მონაცამების დამუშავებისას როგორ განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ;
-
განვიხილავთ როგორ უზრუნველყოფს კანონმდებლობა თქვენი უფლებების დაცვას.
-
დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს კომპანია თქვენ შესახებ მაშინ როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;
-
როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
-
როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა შესაბამისად.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის დაპირება
ჩვენ გპირდებით, რომ:
-
ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
-
არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
-
თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
ვინ ვართ ჩვენ
შპს „ეკომოლაშქრე“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).
შპს „ეკომოლაშქრე“ ფლობს და მართავს შემდეგ პლატფორმებს: Opinox.ge, ecohikersgeorgia.ge
საიდენტიფიკაციო კოდი: 400267359
მისამართი: ქ, თბილისი, სოლომონ ჩოლოყაშვილის ქუჩა N4
კომპანიის საერთო ელ-ფოსტა: opinox.georgia@gmail.com
ტელეფონის ნომერი:+ (995) 558 60 92 12
როგორ გიცავთ კანონი და მომხმარებლის უფლებები
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზე თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენ გაქვთ უფლება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
-
რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;
-
მონაცემთა დამუშავების მიზანი;
-
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
-
რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
-
მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
-
ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
-
ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.
-
მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
-
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ უფლება გაქვთ:
-
მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
-
მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
-
გაიხმოთ თქვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობები.
-
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოში;
-
კანონმდებლობით დადგენილი ვადაში მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის გაცნობა ან ასლის მიღება.
-
უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მათ შორის პროფაილინგზე).
ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი.
არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნის დაფიქსირების საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე opinox.georgia@gmail.com
შეგროვებული მონაცემების სახეობა და მისი გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:
-
თქვენი სახელი და გვარი;
-
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
-
ტელეფონის ნომერი;
-
პირადი ნომერი;
-
მისამართი;
-
სქესი;
-
დაბადების თარიღი;
-
ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მიმოწერა;
-
არაელექტრონული სახის მიმოწერები/დოკუმენტები;
-
IP მისამართი;
-
სხვა დამატებითი ნებაყოფლობით ან სავალდებულო შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ, რაც გასაზღვრულია სხვადასხვა სერვისის ფარგლებში.
როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს, თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ თქვენს ანგარიშზე (პროფილზე) დაიმახსოვროთ პლასტიკური ბარათის ინფორმაცია შემდგომი შეკვეთების მარტივად გაფორმების მიზნით. ბარათის დამახსოვრებაზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, ჩვენ შევინახავთ თქვენი საგადახდო ბარათის შემდეგ ინფორმაციას: ბარათის ტიპი და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრი.
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა/ვიზიტორების ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების" (cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ ვებგვერდით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ფუნქციონირების ხარისხი.
„მზა ჩანაწერები" მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს.
ჩვენს პლატფორმებზე ვაგროვებთ ინფორმაციას Cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციისა და ქცევის შესახებ, კერძოდ:
-
"IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, ეკრანის რეზოლუცია, ბრაუზერი (ტიპი და სხვა ტექნიკური მახასიათებლები) საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა;
-
ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობისა და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ;
-
ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციული ელემენტების გამოყენება და ა.შ.
-
ვებგვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა;
პლატფორმის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით.
თუ გსურთ შეზღუდოთ Cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს პლატფორმაზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ, თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკას“ ან დაბლოკავთ ან წაშლით Cookie-ს ფაილებს, ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა ზოგიერთმა სერვისმა/ფუნქციონალმა შესაძლოა არ იფუნქციონიროს სრულყოფილად, რამაც შესაძლოა თქვენთვის გამოიწვიოს ჩვენი სერვისის მიღების სრულად ან ნაწილობრივ შეუძლებლობა.
თუ გსურთ, უკეთ გაიგოთ, როგორ ვიყენებთ „მზა ჩანაწერებს", ჩვენს საიტზე იხ. ჩვენი „Cookie პოლიტიკა".
ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი პლატფორმ/ებ/ით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.
როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
ავტომატური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის პროფილირებისთვის, ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გვაქვს, ან გვაქვს უფლება შევაგროვოთ სხვა სუბიექტებისგან კანონმდებლობის, თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების ან თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ავტომატიზირებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს მიერ ახლა ან მომავალში შემოთავაზებულ/შემოსათავაზებელ პროდუქტებზე და სერვისზე. თუ არ არსებობს ზემოაღნიშნული საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თქვენი თანხმობა), შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშვებაზე, მათ შორის, პროფილირების მიზნით, თუ აღნიშნული წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს.
პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად.
თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
თაღლითობის გამოვლენა
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიში/პროფილი გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები/შეკვეთები ან უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
პერსონალური მონაცემების დაცვის სხვადასხვა საკითხი
18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ კომპანიის პლატფორმ/ებ/ით/ვებგვერდებით/აპლიკაციებით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა შპს ეკომოლაშქრე პლატფორმით/ვებგვერდებით თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.
კონფიდენციალობის პოლიტიკის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
ასევე, წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.